Saturday, July 27, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება:     სანკტ-პეტერბურგის ღირშესანიშნაობები

პროექტის მთავარი იდეა: განუვითაროდ  მოსწავლეებს ენის დამოუკიდებლად  სწავლის უნარი  იმისათვის, რომ მათ ამოიცნონ უცხოენოვანი ინფორმაცია კულტურის სფეროდან. დააკვირდნენ და ამოიცნონ ილუსტრაციებში, ტექსტებში ასახული კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიები. გაავლონ პარალელები უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის, კორექტურად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებ და დამოკიდებულება კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას.

პროექტის აქტუალობა: შესწავლილი  მასალა  დაეხმარება  მოსწავლეს ღრმად  გაიაზროს შესწავლილი ენის  კულტურა, არქიტექტურული ძეგლები, ისტორიული წარსული,  გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, მიიღონ  ზოგადი ცოდნა ამ ქვეყნის შესახებ. 
  
პროექტის   მიზანი: მოსწავლეები შეასრულებენ კონკრეტული ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართულ მრავალფეროვან სამუშაოს, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები დაეუფლებიან საინფორმაციო სივრცეში  ორიენტაციას და დამოუკიდებელი სწავლის უნარ–ჩვევებს.     
·         მოსწავლე  სათანადოდ   იყენებს კითხვის, წერის, ზეპირმეტყველების სტრატეგიას.
·         გამოკვეთს მიზანს, რომელიც ემსახურება დავალებას.
·         დამოუკიდებლად   განსაზღვრავს, სამუშაოს შესრულების გზას.
·         დამოუკიდებლად მართავს სასწავლო  პროცესს.
·         ეფექტურად  იყენებს  რესურსებს.
·         თანამშრომლობს გუნდის წევრებთან.
         
მოსწავლეების ასაკი: 15–16 წელი. 

ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა.

მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეების დაინტერესება, ქალაქის ისტორიის შესწავლა (ინფორმაციის მოძიება, მსჯელობა), გაზეთის, ბუკლეტების  გამოშვება, ელექტრონული  პრეზენტაცია.


პროექტისთვის    საჭირო ძირითადი  რესურსები:  სახელმძღვანელო, სასკოლო ბიბლიოთეკა, ენციკლოპედია, ინტერნეტ  რესურსები. 

პროექტის    მსვლელობა:

აქტივობა 1.თემის   შერჩევა.
მოსწავლეები  გონებრივი იერიშის მეშვეობით  ასახელებენ  მათთვის  ნაცნობ  საკითხებს  სანტ-პეტერბურგის შესახებ და აქ განლაგებულ  კულტურულ ძეგლებზე. გამოყოფენ მათთვის საინტერესო თემებს,  რომლის ირგვლივ  მოსწავლეები  გააგრძელებენ  მუშაობას.

აქტივობა 2. კლასი  იყოფა ჯგუფებად.
თითოეული  ჯგუფი  ადგენს სამუშაო გეგმას, რომლის მიხედვით ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ  სამუშაოებს  ვადების  გათვალისწინებით.

აქტივობა 3. ჯგუფები  ამზადებენ  პროექტის  მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ  პრეზენტაციას.

აქტივობა 4. ხება პროექტის  შეფასება   წინასწარ   მომზადებული  და  შეთანხმებული რუბრიკების  შესაბამისად.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე  დაკვირვების  ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუში

იუვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ  თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს  პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი  პასიურობის  მიზეზი

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი 

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ -კი ,მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები )


                                      პროექტის  შეფასების  ცხრილი
კრიტერიუმები
სისტი
3-4
საშუალოზე დაბალი
5-6
საშუალო
7-8
კარგი
9-10
პრობლემა.
რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი.
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადი




ამოცანები.
რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს




განხორციელების გზები.
რამდენად უზრუნველყობს მიზნის მიღწევას, რამდენად პრაქტიკულია და რაციონალურია, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის




შედეგი.
რამდენად რეალურია აღმიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს




რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული საქნიანობისათვის




დიზაინი.
რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანმიმდევრობა ), ლაკონური და მარტივი ენა.






საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო გეგმასთსნ კავშირი:
რუსული  ენა, ისტორია, ხელოვნება. ისტ–ი   
                                                                 
პროექტის ხელმძღვანელი:  ნუნუ  ბასილაშვილი 

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: basilashvilinunu15@gmail.com